GE

პროდუქცია

ფანერა ФК IV/IV 1525*1525 მმ(T)
ფანერა ФК IV/IV 1525*1525 მმ(T)

ფანერა ФК IV/IV 1525*1525 მმ(T)

მასალა FK-ს შემკვრელი ნივთიერების ფუნქციას კარბამიდის წებო ასრულებს, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც  ფანერის მოცემული სახეობის შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებში გამოყენების საშუალებას გვაძლევს. ამასთან, დასაშვებია სინესტის ზომიერი დონე.

FK ფანერის შპონის შრეების შეწებება კარბამიდის წებოს საშუალებით ხორციელდება. FSF-სთან შედარებით, FK-ს ფანერას ოდნავ ნაკლები ნესტგამძლეობა ახასიათებს. წარმოების დროს, როგორც წესი, გაცილებით იოლია ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.   FK ფანერა გამოიყენება ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოებისთვის, ასევე შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოების და სხვადასხვა ნაგებობების მშენებლობის დროს. FK ფანერა მშრალ პირობებში უნდა იქნას გამოყენებული.

იხილეთ რეკომენდებული პროდუქცია

ფანერის ზომები: 1525х1525 მმ; ფურცლის სისქე 3 მმ-დან 40 მმ-მდე მერყეობს.

  • გამორიცხულია FK ფანერის მთელ სიგრძეზე გაბზარვა. ეს დაკავშირებულია წარმოების თავისებურებასთან, რადგან შპონის ფურცლები საიმედოდ არის დაწებებული მთელ ზედაპირზე. ერთ-ერთი შრის დაზიანების ან დეფექტის შემთხვევაშიც კი ბზარის წარმოქმნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
  • კარგი ელასტიურობა. FK ფანერის ფურცლების გაღუნვა პრაქტიკულად ნებისმიერი მიმართულებით და ფორმით არის შესაძლებელი. ამასთან, ფურცლის გაღუნვისთვის საკმარისია ზედაპირზე რამდენიმე ნაჭდევის შესრულება - ისე, რომ არ დაზიანდეს ერთ-ერთი ზედა შრე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაჭდევების დიდი რაოდენობა ფურცლის ზედაპირზე ოდნავ ამცირებს მის გამძლეობას, მიღებული კონსტრუქციის სიმყარე ეჭვგარეშეა.
  • მოსახერხებელი ტრანსპორტირება. FK ფანერის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე საკმაოდ იოლია. ამასთან, ფანერის დაზიანება პრაქტიკულად გამორიცხულია .
  • FK ფანერის ფურცლის ზომების ფართო არჩევანი. ფანერის საკმაოდ დიდი გაბარიტული ზომების (ძირითადი ზომებია 1220х2440 მმ, 1250х2500 მმ, 1525х1525 მმ) მნიშვნელოვნად აჩქარებს ისეთ სამშენებლო სამუშაოებს, როგორიც არის შიდა კედლების შემოსვა, ან იატაკის საფარის მოწყობა  ლამინატის დაგების წინ. FK ფანერის გაბარიტების წყალობით შესაძლებელია ავეჯის საკმაოდ დიდი ზომის ელემენტების იოლად დამზადება.
  • FK ფანერის ორივე მხარეზე ზედაპირი ერთნაირად გლუვი და მტკიცეა, რაც იძლევა FK ფანერის გამოყენების საშუალებას არა მარტო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, არამედ ავეჯის წარმოების დროს.