საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები გაქვს?

კითხვები გაქვს?

როგორ ხდება სასურველი პროდუქციის შერჩევა და შეკვეთის განთავსება?

  • ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას.
  • მომხმარებელი  „კალათაში დამატების“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
  • ყიდვის პროცედურის დასრულებამდე მომხმარებელი შესაბამის გვერდზე და შესაბამის  ველებში მის შესახებ უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციას: პირად ნომერს ან საიდენტიფიკაციო კოდს, მობილურის ნომერს, ფაქტიურ მისამართს, მისთვის სასურველ მიტანისა და გადახდის მეთოდებს. აღნიშნული ველების შევსების შემდეგ მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა დაასრულოს ყიდვის პროცედურა.
  • ყიდვის გვერდზე არსებული ველების შევსების შემდეგ გადახდის ღილაკზე დაჭერისას მოხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
  • შეკვეთა შესაძლოა დაკორექტირდეს მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციით. შეკვეთის თანხებს შორის სხვაობის დამატებით ჩამოჭრას ან დაბრუნებას მომხმარებელი ადასტურებს ციტადელის ოპერატორთან სატელეფონო საუბრისას.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

  • მომხმარებელი ციტადელთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:

VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS ბარათით

  • ონლაინ განვადებით

რა საგარანტიო პირობები ვრცელდება შერჩეულ პროდუქციაზე?

  • გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელსაც საგარანტიო ტალონი მოყვება.
  • საგარანტიო მომსახურების მიღების პირობები განსაზღვრული იქნება შესაბამის საგარანტიო ტალონში.
  • კონკრეტულ პროდუქციაზე საგარანტიო პირობების გავრცელების დეტალების დადგენა შესაძლებელია ოპერატორთან კომუნიკაციის გზით (0322350035).
  • თუ მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პირი პროდუქციის ჩაბარებისას არ განაცხადებს პრეტენზიას პროდუქციის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ითვლება რომ პროდუქცია უნაკლოა და მას არ აქვს არანაირი გარეგნული დაზიანება და დეფექტი.

როგორ ითვლება მიწოდების/მიტანის საფასური?

  • 100 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მიტანის სერვისის ფასი: 6 ₾;
  • 100-დან 500 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მიტანის სერვისის ფასი: 1 კმ. 1.50 ₾;
  • 500 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მიტანის სერვისის ფასი: უფასო (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, მცხეთა);
  • ქალაქგარეთ მიტანის საფასური: 1 კმ. 2 ₾.

რა ვადაში ხდება მიწოდება?

თბილისი | რუსთავი | მცხეთა | ქუთაისი | ბათუმი

მიტანის დრო: 2-3 სამუშაო დღე

ქალაქგარეთ:

მიტანის დრო: 3-4 დღე

თვითგატანის დროს როგორ და საიდან გამაქვს პროდუქცია?

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უთითებს „მე წავიღებ“ და შეკვეთა გაფორმდება  12 საათამდე - პროდუქციის გატანა შესაძლებელია იგივე დღეს, 16-დან 18 საათამდე.

თუ შეკვეთა გაფორმდება 12 საათის შემდეგ, პროდუქციის გატანა შესაძლებელია მეორე დღეს, 10 საათიდან.

პროდუქციის გატანა შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:

თბილისი, რ. აგლაძის ქ. 32 ან 34

ქუთაისი, გუგუნავას ქ. #2

ბათუმი, გენ. ასლან აბაშიძის მეორე შესახვევი, #2

შენიშვნა: პროდუქციის სხვა ფილიალიდან გატანა კომპანიასა და მომხმარებელს შორის ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე ხდება.

 

ვინ უნდა ჩაიბაროს პროდუქცია?

  • პირი, რომელმაც საკუთარი კაბინეტიდან განახორციელა შეკვეთა;
  • მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა ქმედუნარიანი პირი.

შენიშვნა: თუ მომხმარებელს სურს, რომ პროდუქცია მის ნაცვლად სხვა პირმა ჩაიბაროს, ასეთ შემთხვევაში, მან ყიდვის პროცედურის დასრულებამდე, კომენტარის ველში, ჩამბარებელი პირის შესახებ უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი გვარი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი.